სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ვალდებულები ხდებიან კონდინციონერი ჩართონ – სანქიები გამკაცრდა

  სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ვალდებულები ხდებიან კონდინციონერი ჩართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიერ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” ადმინისტრაციულ სასჯელს აწესებს. მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ამოქმედებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კომპანიამ თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომების გამკაცრება დაიწყო.
“თბილისის მიკროავტობუსი” სეზონის დადგომასთან ერთად ყოველწლიურად საკუთარი სახსრებით არემონტებს კონდიცირების სისტემას ყველა მიკროავტობუსში. თუმცა მძღოლები უარს ამბობენ კონდიცირების სისტემის ჩართვაზე, რადგან აღნიშნული დაკავშირებულია ფინანსებთან, კერძოდ, მძღოლს უწევს დამატებითი ხარჯების გაწევა საწვავზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მძღოლებს მგზავრთნაკადის შემცირების გამო უწესებს საზაფხულო მოსაკრებელს, ანუ უმცირებს გადასახადს, მძღოლები კონდიცირებას მაინც არ რთავენ”, – განაცხადა თბილისის მიკროავტობუსის ხელმძღვანელმა დავით ასანიძემ.
მისივე განმარტებით, მძღოლებზე მკაცრდება ზედამხედველობა და ქალაქში იმოძრავებენ მობილური ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემის მუშაობას. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მძღოლის მიმართ გამკაცრებული სანქციები ადგილზევე გატარდება.
პირველი სანქცია გაფრთხილება იქნება, შემდგომ დარღვევაზე კი, მძღოლი ორი კვირის განმავლობაში აღარ იმუშავებს მიკროავტობუსის ხაზზე, მესამე შემთხვევაში კი მძღოლს გაუუქმდება კონტრაქტი კომპანიასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები