ილონ მასკი: X-ზე მასიური კიბერშეტევა განხორციელდა, ჩართულია დიდი, კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე მასიური კიბერშეტევა განხორციელდა.
მისი თქმით, თავდასხმაში დიდი კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანა მონაწილეობდა.
„ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსების გამოყენებით. ჩართულია ან დიდი, კოორდინირებული ჯგუფი და/ან ქვეყანა“, – აღნიშნა ილონ მასკმა.