ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა განუცხადა.

„პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა“, – თქვა ლიტვინმა.

საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ქალაქ ჯედაში გაიმართება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საუდის არაბეთში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე უკრაინას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, მისი მოადგილე პავლო პალისა, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები