სტივ უიტკოფი: ზელენსკიმ ტრამპს ოვალურ კაბინეტში დაპირისპირებისთვის წერილობითი ბოდიში მოუხადა

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში დაპირისპირებისთვის წერილობითი ბოდიში მოუხადა.

„ზელენსკიმ პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. მან ბოდიში მოიხადა ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გამო“, – აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ამერიკელ, უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის მიმდინარე დისკუსიების ფონზე, უიტკოფმა აღნიშნულ წერილს „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები