ილონ მასკი: მოხდა მასშტაბური კიბერშეტევა, რომლის მიზანი იყო X-ის სისტემის გათიშვა, ხოლო IP მისამართები უკრაინის რეგიონიდანაა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Х-ზე მასიური კიბერშეტევა განხორციელდა, უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით.
„მოხდა მასშტაბური კიბერშეტევა, რომლის მიზანი იყო X-ის სისტემის გათიშვა, ხოლო IP მისამართები უკრაინის რეგიონიდანაა“, – აღნიშნა ილონ მასკმა.