თბილისში მონოტორინგის შედეგად საშაურმეებში დარღვევები გამოვლინდა

  სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისში მდებარე საშაურმეების შემოწმება დაიწყეს. სახელმწიფო კონტროლი უკვე ჩატარდა 45 საწარმოში, საიდანაც აღებულია 8 ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის. ამ ეტაპისთვის გეგმური ინსპექტირებისთვის შეფასებულია 23 საშაურმე. სააგენტოს ცნობით, დოკუმენტური შემოწმებისას დადგინდა, რომ 4 საშაურმე ფუნქციონირებდა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც 2 მათგანი საქართველოს კანონის “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 64-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, 500 ლარით დაჯარიმდა, 2 კი – დაკეტილი აღმოჩნდა. შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები