ალეკო ელისაშვილი “სიტი- პარკის” თბილისიდან გაძევებას მოითხოვს

  დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი კომპანია “სი – ტი პარკის” თბილისიდან “გაძევებას” ითხოვს. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია დედექალაქში პარკინგის მოწესრიგებაზე ორიენტირებული არ იყო და მისი მიზანი მხოლოდ მოქალაქეებისგან ფინანსური სარგებლის მიღება იყო.
“კითხვები იწყება ხელშეკრულებიდან – რატომ იყო ხელშეკრულება შვიდი წელი გასაიდუმლოებული? ატომურ იარაღს აწარმოებდნენ, საიდუმლო ლაბორატორია იყო, თუ რა. იყო ჩვეულებრივი ავტოპარკინგის კომპანია. რატომ არ შეასრულა დანარჩენი ვალდებულებები? ყველაზე მთავარი, რატომ არ მოაწესრიგა პარკინგი თბილისში? პარკინგის მხრივ ამ შვიდი წლის განმავლობაში ვითარება თბილისში კიდევ უფრო დამძიმდა. შესაბამისად, კომპანიამ საკუთარ უფლებამოსილებას თავი ვერ გაართვა და იყო გადასული ძარცვა-გლეჯაზე – ერთი სული ჰქონდა, მანქანა მოეპარა და სადგომზე წაეყვანა, ერთი სული ჰქონდა, ჯარიმა გამოეწერა. ის არ იყო პარკინგის მოწესრიგებაზე ორიენტირებული. შესაბამისად, ქუდი უნდა დაიხურონ და თბილისიდან წავიდნენ. მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ კომპანია თბილისიდან გაძევდეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები