ეკობანაკის გამარჯვებული გუნდები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ

   ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის ადმინისტრაციულ ოფისში ეკობანაკის დახურვის, ეკოკლუბების დაჯილდოების, სერტიფიკატებისა და დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, INRMW-საქართველო არის პროგრამა, რომელსაც 5 ორგანიზაციისგან შემდგარი GLOWS-ის კონსორციუმი ახორციელებს (ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის წრმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ხელმძღვანელობს პროგრამას; UNESCO-IHE; CARE International; Winrock International; CENN).
პროგრამის მიზანია წყალშემკრები აუზების მართვის მოდელის საქართველოში დანერგვა ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვის გზით. აუზური მართვის მოდელის დანერგვა ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობით ხორციელდება, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობასაც მოიცავს. პროგრამის მიზანია წყალშემკრები აუზების მართვის მოდელის დანერგვა საქართველოში. INRMW-საქართველომ ქართველ მოსწავლეებთან მუშაობა მასშტაბური პროგრამით დაიწყო, რომლის შედეგადაც მრავალი საინტერესო აქტივობა განხორციელდა: შეირჩა 38 საჯარო სკოლა და შეიქმნა ეკოკლუბები, რომლებშიც დღესათვის 895 წევრია გაერთიანებული; ეკოკლუბებმა გახსნეს FACEBOOK-ის გვერდი სახელწოდებით “Ecoclub Boom”, რომელიც 1255 თანამოაზრე-მეგობარს აერთიანებს; მდგრადობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ეკოკლუბების ალიანსის წესდება და დაფუძნდა ააიპ „ეკოალიანსი“; თემატური პროექტების მხარდასაჭერად 25 ეკოკლუბს გადაეცა ეკო-ჯილდოები (13 ცალი წყლის ხარისის კვლევის მინი და საველე ლაბორატორიული აღჭურვილობა, 4 ცალი ნიადაგის კვლევის ლაბორატორიული აღჭურვილობა, 1 ცალი ნარჩენების გადასამუშავებელი კომპოსტერი; 2 ცალი საველე ლაბორატორილი ნაკრები, მიკროსკოპებისა და ფოტოკამერების ჩათვლით, 1 ცალი ენერგოეფექტურობისა და ალტენატიული ენერგიების გამოყენების შემსწავლელი ლაბოტრატორიული ნაკრები და სხვ.);
ეკოკლუბებს 69 ტრენინგი ჩაუტარდათ და 800-მდე მოსწავლემ გაიარა ტრენინგები; ინგლისურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა წყლის კვლევის ავსტრალიური სახელმძღვანელო და მოხდა მისი ადაპტირება საქართველოს პირობების შესაბამისად. სახელმძღვანელო-გზამკვლევი დაურიგდება ყველა ეკოკლუბს; ეკოკლუბებისათვის 9 ეკობანაკი და 3 შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების თემატიკაზე 3 საველე ექსპედიცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები