ნიკო ფიროსმანაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება

21 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 160 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოადგენს მხატვრის განახლებულ გამოფენას.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენას ეთმობა ეროვნული გალერეის ცენტრალური საგამოფენო სივრცე, 3 დარბაზი. ექსპოზიციისთვის შეირჩა მხატვრის 34 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.
გამოფენას თან ახლავს განახლებული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ხელოვნების მკვლევარ დათო კოროშინაძესთან და მის ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობით.
გამოფენა  21 ნოემბრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები