უკრაინის სამხრეთში საჰაერო ძალებმა 26 ირანული კამიკაძე-დრონი შაჰედ-136 (Shahed-136) ჩამოაგდეს.
ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობის პრესმდივანმა, იური იგნატმა განაცხადა.
მისი თქმით, დრონების განადგურებაში საზენიტო დანაყოფები და გამანადგურებლები მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, გამთენიისას ოკუპანტებმა კიევი ისევ დაბომბეს.
როგორც ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ დაწერა, ქალაქზე თავდასხმა კამიკაძე-დრონებით განხორციელდა.