საქართველოს პრეზიდენტმა ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა
ვაკის სამების ეკლესიაში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.
ცნობისთვის, ვაკის სამების ეკლესიაში ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მას 15:00 საათზე დაკრძალავენ.