ვაკის სამების ეკლესიაში მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდზე კახა კალაძე მივიდა
ვაკის სამების ეკლესიაში, სადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდა.
მან გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.
ცნობისთვის, ვაკის სამების ეკლესიაში ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მას 15:00 საათზე დაკრძალავენ.