ლაშა ფურცხვანიძემ და გიგა გიგაშვილმა, რომლებიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის თაობაზე გამოიკითხნენ, პოლიციის განყოფილება დატოვეს

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვეს.

ისინი გამოკითხვაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გუშინდელი დღის შემდეგ იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები