თურქეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ამასრაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. ინციდენტის დროს, ადგილზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის თითქმის 50 პირი მიწისქვეშაა ჩარჩენილი.
გუბერნატორის ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 18:15 საათზე ამასრას ქვანახშირის მაღაროში მოხდა, რომელიც ზღვის დონიდან – 300 მ სიმაღლეზე მდებარეობს. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.