რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან შეხების ზოლი 1100 კილომეტრს შეადგენს, შესაბამისად, მისი შეკავება მხოლოდ რეგულარული არმიის მიერ, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
როგორც მან ასტანაში დსთ-ის ლიდერთა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, ამჟამად, უკვე 33 ათასი მობილიზებული იმყოფება ქვედანაყოფებში, მათგან 16 ათასი ისეთ ნაწილებშია, რომლებიც ჩართულნი არიან საბრძოლო მოქმედებებში.
„შეხების ხაზი 1100 კილომეტრს შეადგენს, ამიტომ, მისი შენარჩუნება ექსკლუზიურად რეგულარული არმიის მიერ, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ ჯარისკაცები აქტიურად მონაწილეობენ შეტევით ოპერაციებში“, – განაცხადა მან.
ამასთან, მისი თქმით, ამ დროისთვის რუსეთში გაცხადებული 300 000 ადამიანიდან 220 000 მობილიზებულია.
„ვფიქრობ, დაახლოებით ორ კვირაში ყველა სამობილიზაციო ღონისძიება დასრულდება“, – განაცხადა პუტინმა.