სასწრაფოს ექიმი – ლაზარეზე: რომ მივიღე პულსი და ყურებიდან სიწითლე წამოვიდა, უკვე სასწრაფოს მანქანაში ჩავსვით და იმედიანად გავუშვით

რომ მივიღე პულსი და ყურებიდან სიწითლე წამოვიდა, უკვე სასწრაფოს მანქანაში ჩავსვით და იმედიანად გავუშვით, – ამის შესახებ ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ექიმმა მეგი ბანცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განაცხადა, პირველადი დახმარება ლაზარე ლობჟანიძეს გაუწია.

„როდესაც ადგილზე მივედი, გოგონა და ბიჭი უკვე ამოყვანილები იყვნენ. მე უშუალოდ ლაზარესთან აღმოვჩნდი ახლოს. გოგონა ჩემგან ცოტა შორს იყო. ლაზარეს გავუწიე პირველადი დახმარება. გულის მასაჟი გავუკეთე. ჩემთან ასევე იყო ერთი მამაკაცი, რომელიც მეხმარებოდა. რომ მივიღე პულსი და ყურებიდან სიწითლე წამოვიდა, უკვე სასწრაფოს მანქანაში ჩავსვით და იმედიანად გავუშვით“, – ამბობს მეგი ბანცაძე.

ლაზარე ლობჟანიძე ვაკის პარკში მომხდარის დროს ერთ-ერთი დაშავებულია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები