ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. ცოტა ხნის წინ, ის ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ციბაძემ განაცხადა, ბავშვი მშობლებთან უკვე შევიდა კომუნიკაციაში და, ამ დროისთვის, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები