სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სექტემბრის ესკალაციას 210-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცი შეეწირა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12-14 სექტემბერს მომხდარ ესკალაციას 210 სომეხი ჯარისკაცი შეეწირა.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ასტანაში, დსთ-ის ლიდერთა სამიტზე თქვა.

“უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა რიცხვი, ამჟამად, 210-ს აჭარბებს. მათგან დაღუპულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი კი დაკარგულად მიიჩნევა. დაშავდა 293 სამხედრო და რვა მშვიდობიანი მოქალაქე. სამხედროებში დაკარგულთა რაოდენობა 28-ს შეადგენს”, – თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები