გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი” წარადგინა.
გიორგი კაკაურიძემ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პარამეტრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არსებულ ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია.
მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 24,3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც საშუალებას იძლევა ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. მომხსენებელმა დარგების მიხედვით წარადგინა ინფორმაცია სამინისტროებისა და სხვა მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებების მოცულობის შესახებ და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 688.5 მლნ ლარს შეადგენს.