გია ცაგარეიშვილი: როგორც ჩანს, ბატონი ვაშაძე გუშინ წამოდგა შეზლონგიდან, აქამდე გართხმული იყო და მზეს ეფიცხებოდა

როგორც ჩანს, ბატონი ვაშაძე გუშინ წამოდგა შეზლონგიდან, აქამდე გართხმული იყო და მზეს ეფიცხებოდა მთელი ამ თვეების მანძილზე, რაშიც ჩვენ ვიყავით ვითომდა ეჭვმიტანილები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი აცხადებს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კრიტიკას პასუხობს.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებულ კანონპროექტებს ოპოზიციის ნაწილის, მათ შორის, “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერაც აქვს და მმართველი გუნდი პროცესს ბოლომდე მიიყვანს და ყველა კანონპროექტს მიიღებს.

“სამი თვე ვმუშაობდით ჯგუფებსა და კომიტეტებში. თუ დაესწრება ამ მუშაობას, საქმეს წინ წაიგდებს და ნახავს, რომ ძალიან ბევრი კანონპროექტი ინიცირებულია და ზოგიერთი მეორე მოსმენითაც განხილულია კომიტეტებზე. ვაშაძეს მინდა ვუთხრა, რომ მისმა კოლეგებმა ოპოზიციიდან, ფაქტობრივად სრული შემადგენლობით, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობიდანაც”, მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას შეეხება მთავრობაზე. შეუძლია სტენოგრამაც ნახოს, კენჭისყრის შედეგებიც და შეიძლება აღმოაჩინოს კოლეგა ოპოზიციონერები უხვად, ყველა ფრაქციამ მიიღო ამ კენჭისყრაში მონაწილეობა და მხარი დაუჭირა ჩვენს მიერ ინიცირებულ პროექტს. ეს რაც შეეხება მხოლოდ ერთ დოკუმენტს და ფაქტობრივად ყველა რეკომენდაციის მიმართულებით მუშაობა დასრულებულია, ეს მოსწონს თუ არა ყიამყრალ ვაშაძეს ნაკლებად მაღელვებს, ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ, მათ შორის, თქვენ წარმოუდგინეთ ამ ვაჟბატონის ჩართულობითაც შევეცდებით, რომ ავირჩიოთ სახალხო დამცველი, 90 ხმა გვჭირდება, თუ მას წარმოუდგენია ამ 90- ში თავის ხმაც, კარგი იქნება, თუ არ წარმოუდგენია, სადაც უნდა იქ იყოს თავის ხმებით, შეზლონგებით, მზით, რუჯით და ბოდვითი წარმოდგენებით ქართულ პოლიტიკაზე,”- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ,  “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციებს მიზანმიმართულად არ ასრულებს და მათ მიერ ინიცირებული ყველა კანონპროექტი ამ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები