ბექა დავითულიანი – წალენჯიხის მერის მანქანაზე: გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დაწვა ადამიანის ქონება და ყველაფერს თავისი პასუხი გაეცემა

ვერ წარმომიდგენია, ვის რაში სჭირდებოდა წალენჯიხის მერის მანქანის დაწვა პოლიტიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გაირკვეს – ვინ დაწვა კონკრეტული ადამიანის ქონება.

„ამას, პირველ ყოვლისა, სჭირდება გამოძიება, ვინ და რატომ დაწვა. პოლიტიკური სპეკულაციები და შეფასებები რომ ისმის, სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია – ვის რაში სჭირდებოდა წალენჯიხის მერის მანქანის დაწვა პოლიტიკური თვალსაზრისით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დაწვა კონკრეტული ადამიანის ქონება და ყველაფერს თავისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

წალენჯიხის მერის ინფორმაციით, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლთან მისი პირადი ავტომობილი დაწვეს. შსს-მ ავტომანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები