ანრი ოხანაშვილი: რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა აუხსნან ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ გამოუცხადეს საბოტაჟი 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას

რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომლებმაც, სამწუხაროდ, დესტრუქციის გზა აირჩიეს, უნდა აუხსნან ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ გამოუცხადეს საბოტაჟი 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა და რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველ გუნდს რადიკალური ოპოზიციის ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ სჭირდება და თავად ოპოზიციამ უნდა ახსნას, თუ რატომ უგულებელყვეს მოწოდებები და არ ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში.

„ჩვენ არ ვართ იმ რეჟიმში, რომ გვჭირდებოდეს ვინმეს მხრიდან ბრალდების წამოყენება ან ამ ე.წ. ვითომ ბრალდებაზე პასუხის გაცემის მოცემულობის წინაშე ვიდგეთ. თავის მართლების რეჟიმში ეს ადამიანები უნდა იყვნენ. რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომლებმაც, სამწუხაროდ, დესტრუქციის გზა აირჩიეს, უნდა აუხსნან ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ გამოუცხადეს საბოტაჟი 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას. ჩვენ მათდამი საპასუხო არაფერი გვაქვს. მათ უნდა ახსნან, რატომ არ ერთვებოდნენ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რატომ დააიგნორეს და უგულებელყვეს მოწოდებები უმაღლესი ტრიბუნიდან, რომ ჩართულიყვნენ სამუშაო ჯგუფებში. კეთილი ინებონ, ეს აუხსნან ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 12 პუნქტის შესასრულებლად არაფერს აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები