გია ცაგარეიშვილი: რუსეთის პროვოკაციამ არ უნდა გამოიწვიოს არაჯანმრთელი აჟიოტაჟი და აფორიაქება, მშვიდად უნდა მივუდგეთ ამგვარ განცხადებებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი რუსული მედიის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან კავშირი უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდა.

ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ პროვოკაციამ საქართველოში არაჯანმრთელი აჟიოტაჟი არ უნდა გამოიწვიოს.

“ამ პროვოკაციამ არ უნდა გამოიწვიოს, მე ვფიქრობ, საქართველოში არაჯანმრთელი აჟიოტაჟი და აფორიაქება და ჩვენ მშვიდად უნდა მივუდგეთ ამგვარ განცხადებებს. განცხადებები შესაბამისი იქნება, თქვენ ნუ ინერვიულებთ, იყავით მშვიდად. ამას, ყველაფერს, სჭირდება შესაბამისი გააზრება. ბულგარეთი – ბულგარეთია, რომელსაც NATO და ევროკავშირი იცავს და ამ ქოლგის ქვეშ ცხოვრობს და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აქედან 20 კილომეტრში ვესაზღვრებით ოკუპირებულ მიწებს. ამიტომ, ყველაფერი არის ასაწონ-დასაწონი”, – ამბობს ცაგარეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები