რატი იონათამიშვილი: ყოველ ჯერზე ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებებზე გამოხმაურება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია 

“როდესაც გამოდის რაღაც ბრალდებით ოკუპანტი ქვეყანა და, მით უმეტეს, ამ ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახური, ამაზე ყოველ ჯერზე რაღაც განცხადების კეთება და გამოხმაურება არც მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილი და რელევანტური იყოს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი რუსული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც  ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან კავშირი უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ.

იონათამიშვილის თქმით, არის საკითხები, რაც ყურადღების ღირსად არ უნდა ჩაითვალოს.

“არის რაღაც საკითხები, რაზეც ჩვენ არც უნდა ჩავაგდოთ ღირსად, რომ გვქონდეს კომენტარები და აჟიოტაჟი მოვაყოლოთ ამ ყველაფერს. იმაზე მძიმე ბრალდება რაღა უნდა მიიღო, როდესაც შენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული”, – აცხადებს იონათამიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები