ელისაბედ ერისთავის „მემუარების“ წარდგენა გაიმართება

12 ოქტომბერს, 18:30 საათზე, „თიბისი კონცეპტში“ (მეოთხე სართული) ელისაბედ ერისთავის „მემუარების“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი  გამოსაცემად მოამზადა, რუსული ტექსტები თარგმნა და სამეცნიერო აპარატი დაურთო მაია ცერცვაძემ.
„ელისაბედ ქსნის ერისთავის (1864-1949) ჩანაწერები შთამომავლობისთვის დატოვებული მეტად საგულისხმო მემუარებია, რომლის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იზრდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ცნობილი ოჯახის შვილი იყო და თანადროული ელიტის შუაგულში ტრიალებდა.
მოგონებები, რომლებიც ხანდაზმულ მემუარისტს ჩაუწერია ქსნის ერისთავთა ერთგვარ საგვარეულო მატიანედაც შეიძლება მივიჩნიოთ. ფასდაუდებელია მისი ღირებულება დღეს, რადგან მემუარებში აღწერილი მოვლენები ჩვენი ქვეყნის რუსეთისგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდებოდა. ამასთანავე, მოგონებანი, ზოგადად, XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიული ყოფისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ფრაგმენტებს ასახავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები