ცუცქირიძე: მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად წარმოქმნილი რისკებისა, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის ახალი პერსპექტივა ქვეყანას ინვესტორებისთვის ერთგვარ კარიბჭედ აქცევს

მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად წარმოქმნილი რისკებისა, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის ახალი პერსპექტივა, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან და შეუქცევად სტაბილიზაციასთან ერთად, ქვეყანას აქცევს ერთგვარ კარიბჭედ ინვესტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ უზრუნველყონ მიწოდების ჯაჭვები ევროპასა და აზიას შორის, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, როდესაც ოპოზიციურად განწყობილ სკეპტიკოსთა შორის მუდმივად არის პედალირება თუ სად არიან ეს ინვესტორები, აქ დაფუძნებულ საერთაშორისო ბიზნესებიდან უნდა გამოიყოს Fortune 500 ბრენდები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესები, და ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა Concentrix, Majorel, CMX Solutions, Evolution Gaming, EPAM, Viber და Godel Technologies.

„პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი, რომ შემთხვევითი არ იყო, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სარეკორდოდ 4.5 ჯერ იყო გაზრდილი, ხოლო გასული წლის აპრილიდან მიმდინარე წლის აპრილამდე პერიოდში, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მილიარდ 700 მილიონამდეა შემოსული, რაც ბოლო ათწლეულში სულაც სარეკორდო მაჩვენებელია, „ბლუმბერგის“ კვლევამაც დაადასტურა.

Bloomberg Media Studio საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც დეტალურად არის მიმოხილული საქართველოს წამყვანი საინვესტიციო სექტორები, მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობა, კვალიფიციურ მუშახელზე წვდომა, მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათები უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხები.

ნიშანდობლივია, რომ კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ესპანეთის, სინგაპურის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3 351 წამყვანი კომპანიების დირექტორები მონაწილეობდნენ, რომლებიც თავიანთი კომპანიების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიას განსაზღვრავენ.

Bloomberg Media Studio-ს კვლევით, საქართველო პოპულარული საინვესტიციო მიმართულებაა და ინვესტორების დაინტერესების კუთხით მე-13 ადგილს იკავებს მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის, მათ შორის, აშშ-ის, ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით.

ამასთან, ამავე კვლევით, 400-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი განიხილავს საქართველოში ინვესტირებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში,ხოლო

ინვესტორების 44%, რომლებიც გეგმავენ ინვესტირებას საქართველოში, „ძალიან კარგად იცნობენ“ ქვეყნის ძლიერ მხარეებს, მათ შორისაა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი მუშახელი და ხელმისაწვდომი მწვანე ენერგია.

კიდევ ერთი ყურადსაღები დეტალია ოპტიმისტური განწყობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს – 55%-ს. ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილების მიმღებები ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს კიდევ უფრო მაღალ შეფასებებს აძლევენ.

ამავე კვლევის თანახმად, გლობალური ინვესტორების 57% გამოყოფს საშუალოდ 50 მილიონ დოლარზე მეტს თითოეული საინვესტიციო პროექტისთვის. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის – მათგან 23% ცალკეული პროექტისთვის 100-200 მილიონამდე დოლარს განიხილავს.

მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად წარმოქმნილი რისკებისა, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის ახალი პერსპექტივა, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან და შეუქცევად სტაბილიზაციასთან ერთად, ქვეყანას აქცევს ერთგვარ კარიბჭედ ინვესტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ უზრუნველყონ მიწოდების ჯაჭვები ევროპასა და აზიას შორის.

და როდესაც ოპოზიციურად განწყობილ სკეპტიკოსთა შორის მუდმივად არის პედალირება თუ სად არიან ეს ინვესტორები, მსურს აღვნიშნო, რომ აქ დაფუძნებულ საერთაშორისო ბიზნესებიდან უნდა გამოიყოს Fortune 500 ბრენდები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესები, და ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა Concentrix, Majorel, CMX Solutions, Evolution Gaming, EPAM, Viber და Godel Technologies“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები