მუხრან მაჭავარიანის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის ეზოში, მისივე სახელწოდების ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.ცერემონიალს „მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურები 2022“ პოეტური საზოგადოება, მწერლები, მეცნიერები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსის ჟიურის წარმოადგენდა: მწერალი მაკა ჯოხაძე, პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე, ფილოლოგი, პუბლიცისტი ზურაბ თურმანიძე.
„მუხრანის პერემია – პოეტური მინიატურები 2022“-ის გამარჯვებული ათეულის პირველ, მეორე და მესამე პოზიციებს ინაწილებენ: ალექსანდრე მიშელაშვილი (პირველი ადგილი), შორენა პაპიძე ( მეორე ადგილი), ლაშა გვასალია (მესამე ადგილი).
ამავე პრემიის მფლობელები არიან: ლია მიქაბერიძე, ციური მესხიშვილი, ნინო გუგელაშვილი, თემო ჭახნაკია, რამაზ ლოდია, გივი ჩიღვინაძე, ბადრი სულაძე.
ლექსიკოგრაფიული კონკურსის გამარჯვებულები არიან: პროფესორი ელდარ ნადირაძე და ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ზოია ტუღუში.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და მუხრან მაჭავარიანის შვილი – ნანა მაჭავარიანი. სიტყვა წარმოთქვა საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა სასიმღერო სტუდია „არტისტი“.
„მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურები“ – ლიტერატურული კონკურსი წელს მეოთხედ გაიმართა.
კონკურსის ორგანიზატორია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები