ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიას შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ხელმძღვანელს, ვოუტერ ბოსუს და მისიის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ფინანსური და მონეტარული სტაბილურობა, ასევე, არსებული გამოწვევები განიხილეს.
საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებს მონეტარულ, ფულად-საკრედიტო და საბანკო საკითხებში. ისაუბრეს საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და იმ ინიციატივებზე, რომელიც საფინანსო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას და მდგრადობას ხელს შეუწყობს. პარლამენტში გამართულ შეხვედრას სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები