„ფიროსმანია სიღნაღში“ და ნიკო ფიროსმანაშვილის მონუმენტის გახსნა

8 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში ფესტივალი – „ფიროსმანია სიღნაღში” დაფუძნდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ დღეს თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების გამოფენასთან ერთად ნიკო ფიროსმანაშვილის მონუმენტიც გაიხსნება.
ღონისძიების პროგრამა:
11:00 ფესტივალის წარდგენა;
11:30 ნიკო ფიროსმანის მონუმენტის გახსნა ბულვარში;
12:00 თანამედროვე ავტორთა ნამუშევრების გამოფენა სიღნაღის მუზეუმში: სიმონ მაჩაბლის, მაკა ბატიაშვილის, გელა პატიაშვილის, თინა ცხადაძის, გიორგი ტაბლიაშვილის.
თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის /დეკანი ირენა პოპიაშვილი/ სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა: თინათინ გოგლიძის,  ანა ბერიძის,  მარიამ რაზმაძის, სოფო შეითნიშვილის.
12:00 საათიდან ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებული შემეცნებითი, შემოქმედებითი აქტივობების პროგრამა კი ასეთია:
გიგანტური გასაფერადებლები;
თავისუფალი ხატვა მოლბერტებზე;
ფიროსმანის გაცოცხლებული პერსონაჟები;
თემატური სამაგიდე თამაშები;
ფანქრებით გაფერადების კუთხე პატარებისთვის.
13:00 საუბრები ხელოვნებაზე – დავით ტურაშვილი;
17:00 საზეიმო კონცერტი ღია ცის ქვეშ.

მისამართი: ქ. სიღნაღი, დ.აღმაშენებლის მოედანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები