რუსული რადიოსადგურებიდან ალა პუგაჩოვასა და ვალერი მელაძის სიმღერები ამოიღეს

უკრაინაში რუსული “სპეცოპერაციის” დაგმობის გამო, რუსი მომღერლების, ალა პუგაჩოვასა და ქართული წარმოშობის ვალერი მელაძის სიმღერები რუსეთის რადიოსადგურებიდან ამოიღეს.

ასევე, ეთერებიდან ამოღებულია ვალერი მელაძის ძმის – კონსტანტინე მელაძის კომპოზიციები და, როგორც თავად მელაძემ თქვა, “ეს ნიშნავს იმას, რომ ამოღებულია რუსი “ვარსკვლავების” რეპერტუარების თითქმის ნახევარი.

როგორც ცნობილია,  კონსტანტინე მელაძე უწერდა სიმღერებს ისეთ მომღერლებს, როგორებიც არიან – ანი ლორაკი, პოლინა გაგარინა, “ჯგუფი “ვიაგრა” და კიდევ 10-მდე მომღერალი.

როგორც გამოცემა Solenka.info-ს მოსკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი რადიოსადგურის რედაქტორმა უთხრა, “ამიერიდან, რუსეთის რადიოებში მათი მოსმენა შეუძლებელი იქნება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები