მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს, ისაუბროს გარანტირებულად 2 მილიარდი დოლარის დაბრუნებაზე, ოღონდ რაღაც რისკის ქვეშ არ დადგეს საქართველოს ინტერესი

იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, სად არის სიმართლე და რას აკეთებს ის კაცი იმისთვის, რომ საერთოდ არ ილაპარაკოს პოლიტიკურ კონტექსტზე, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილისა და “კრედიტ სუისის” დავის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს ისაუბროს გარანტირებულად 2 მილიარდი დოლარის დაბრუნებაზე, რათა რისკის ქვეშ არ დადგეს საქართველოს ინტერესი.

“როდესაც საუბარი შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში უნდა ჩამოსულიყო გარიგებისა და მოლაპარაკებისთვის [ბანკის] იურისტი და ის გარიგების შედეგად სთავაზობდა [ივანიშვილს] 2 მილიარდი დოლარის გარანტირებულად დაბრუნებას, ამ კაცმა საუბარზეც კი უარი თქვა, წარმოიდგინეთ. ერთი ჩვენ კოლეგა ხუმრობდა წინა დღეებში, 100-ლარიანი ჩამიყლაპა ბანკომატმა და 3 დღე ვლანძღავდი ბანკსო. წარმოიდგინეთ, ეს ემოციური მომენტიც, ადამიანური მომენტიც არის. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი საერთოდ უარს ამბობს ისაუბროს გარანტირებულად 2 მილიარდი დოლარის დაბრუნებაზე, ოღონდ რაღაც რისკის ქვეშ არ დადგეს საქართველოს ინტერესი, მე მგონი ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, როგორ მოერგოს რამენაირად ბიძინა ივანიშვილს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, იმიტომ რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მოუნდებათ ასე. იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, სად არის სიმართლე და რას აკეთებს ის კაცი იმისთვის, რომ საერთოდ არ ილაპარაკოს პოლიტიკურ კონტექსტზე”, – მამუკა განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები