იაგო ხვიჩია: კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება

ბოლო პერიოდის წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ, „ნაცმოძრაობაში“ რაღაც უნდა შეიცვალოს. კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს: „ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება, სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა“.

ხვიჩიას თქმით, “ფულს შეიძლება, ყველაფერი დააბრალო, მაგრამ როგორც ფეხბურთში არაა პრობლემა ფული, ისეა პოლიტიკაშიც”.

„ნაცმოძრაობის“ შიდა ანატომიას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ იქ სხვადასხვა სახის ბრძოლა და ერთმანეთთან დაპირისპირებაა. მგონია, რომ ბოლო პერიოდის წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ რაღაც უნდა შეიცვალოს. კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება და ეს მოთხოვნა უფრო აქტუალური ხდება, მაგრამ თუ დაშლას არ აპირებენ, სულ მცირე აუცილებელია, ისე ტრანსფორმირდნენ, რომ გავიგოთ, ვინ ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ სახელით და მის ნალაპარაკებს თავად „ნაცმოძრაობის“ შიგნით რა დონის რეპუტაცია აქვს.

ფულს შეიძლება, ყველაფერი დააბრალო, მაგრამ როგორც ფეხბურთში არაა პრობლემა ფული, ისეა პოლიტიკაშიც. მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ფიქრი ეზარებათ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ასევე შეთანხმება და საუბარი ეზარებათ, უნდათ ფონს ლანძღვით გავიდნენ, რაც ყოველთვის არ მუშაობს. ახლა ყველაფერმა თავი ამოწურა, რაღაც ახალია მოსაფიქრებელი. სამწუხაროდ, ოპოზიციას უნარი არ აქვს, თვისობრივად განსხვავებული იფიქროს წარსული პრაქტიკიდან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები