ქართველმა სამხედროებმა მკლავჭიდის საერთაშორისო ასპარეზობაში გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრებმა საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ასპარეზობაში გაიმარჯვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან ბერძენიშვილი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მგელაძემ საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვა. ლევან ბერძენიშვილმა 95 კილოგრამიან კატეგორიაში მარჯვენა მკლავით, ხოლო ლუკა მგელაძემ 86 კილოგრამიან კატეგორიაში მარცხენა მკლავით გაიმარჯვეს.
სპორტული შეჯიბრება საფრანგეთში, ქალაქ დიეპში გაიმართა. მასში მსოფლიოს 29 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები