სოზარ სუბარი: ომში ჩართვაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არ არსებობს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს

დარწმუნებული ვარ ქვეყნისთვის ომის საფრთხის აცილებაში ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე დიდი საქმე არცერთ ჩვენგანს არ ექნება გაკეთებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთოს.

„ომში ჩართვაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არ არსებობს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. შეიძლება ცოტა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ, გამიკეთებია რაღაცები, რითაც შემიძლია თამამად გავუსწორო თვალი ჩვენს მოსახლეობას. ბოლო-ბოლო ცე ჰეპატიტის პროგრამა არის ჩემი დაწყებული და როგორც სახალხო დამცველს, გადარჩენილი მყავს არაერთი სიცოცხლე და გამიკეთებია რაღაც. როცა სამშობლოს სჭირდებოდა, აფხაზეთში ვიყავი ომში, რიგითი ჯარისკაცი, მენაღმე. მიბრძოლია კიდევაც ამ ქვეყნისთვის, ქუჩაშიც ვმდგარვარ, როცა ოთხმოციან წლებში დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, მაგრამ, თუ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და დარწმუნებული ვართ მივიყვანთ და ქვეყნისთვის ომის საფრთხის აცილებაში ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ, „ხალხის ძალას“ და მის წევრებს ვგულისხმობ, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე დიდი საქმე არცერთ ჩვენგანს არ ექნება გაკეთებული. სტრატეგიულ პარტნიორებთან თანასწორი ურთიერთობა გვინდა. როდესაც პოლონეთი, იტალია, უნგრეთი და სხვა ქვეყნები გარკვეულ წინააღმდეგობას უწევენ ევროკავშირის გარკვეულ პოლიტიკას, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის წინააღმდეგი არიან, ეს არის პარტნიორთან ურთიერთობის ფორმა და ეს ფორმები ზოგჯერ იღებს ძალიან მძაფრ ხასიათს. მაგრამ, არავინ ამბობს, რომ იგივე პოლონეთის პრემიერი მორავეცკი არის ანტიდასავლელი. მორავეცკიმ პირდაპირ თქვა – ევროკავშირში არის ოლიგარქია, ორი ქვეყანა მართავს ყველაფერს და არაფერს გვეკითხებიან ჩვენ და ეს არის მიუღებელი. ამ ორ ქვეყანაში მან იგულისხმა გერმანია და საფრანგეთი. თუ პოლონეთს აქვს დაიცვას თავისი უფლებები და იბრძოლოს საკუთარი სუვერენიტეტისთვის, ჩვენთვის რატომ არის ეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება და ანტიდასავლელობა, არ არის ასე“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები