სოზარ სუბარი: როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ დანაყოფია, ამით თავის უძლურებას ააშკარავებს

როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ხალხის ძალა“ უბრალოდ „ქართული ოცნების“ დანაყოფია, რომელიც ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, ამით თავის უძლურებას ააშკარავებს და თვითონ რომ გაკოტრებულები არიან, ამას უფრო ნათელს ხდიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მისი მოძრაობა მმართველი გუნდის შექმნილი არ არის.

„ამით ისინი პრაქტიკულად აღიარებენ, რომ ოპოზიცია აღარ არსებობს და „ქართული ოცნება“ თავის ოპოზიციას ქმნის. საბოლოოდ წინასწარმეტყველებენ, რომ ჩვენ აღარ ვიქნებითო და ისევ ესენი გაინაწილებენ ძალაუფლებას. რა თქმა უნდა, ისინი მართლები არიან იმ ნაწილში, როდესაც საკუთარ კრიზისს ასე კარგად აცნობიერებენ, მაგრამ ის რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ შექმნილია, ამაში მართლები არ არიან. უბრალოდ მართლა ვიფიქრეთ რომ არის რაღაც საკითხები, რაზეც დუმილი არ შეიძლებოდა და ქვეყნისთვის მართლა ეგზისტენციალური საფრთხე იდგა, მაგრამ ამის გარკვეული უხერხულობა იყო, როდესაც მმართველ გუნდში იყავი“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები