გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობაზე“: თანამშრომლობის სურვილი რომც გქონდეს, ვერ შეძლებ, ზღაპარია

რომც სურვილი გქონდეს [თანამშრომლობის] ვერ შეძლებ, ზღაპარია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„მაგალითად, გადავწყვიტეთ თანამშრომლობა [ნაციონალურ მოძრაობასთან]. ვამბობთ, რომ კი, თქვენ ხართ ცალკე ჯგუფში, რაღაცას აკეთებთ და ჩვენ ოფიციალურად ჩამოვაყალიბეთ საარჩევნო კოდექსი, ელექტრონული არჩევნები ტარდება. ვფიქრობთ, რომ როგორ შეიძლება შენიშვნაც არ ჰქონდეთ, – არა, არანაირი მონაწილეობა. მოდის და ამბობს – იცი რა, მე ალტერნატიული კანონპროექტი გამაჩნია, ამით რაღაც ტექნიკურ პარლამენტს ქმნის. რომც სურვილი გქონდეს [თანამშრომლობის] ვერ შეძლებ, ზღაპარია. ხომ ვსაუბრობთ შიგნით და არის ჯგუფი ჩვენთან, უმრავლესობაში, რომელსაც კატეგორიულად მიაჩნია, რომ ეს არის დევალვაცია ჩვენი ფასისა საზოგადოებისთვის ამათთან [ნაციონალური მოძრაობა] თანამშრომლობა. მე ასე არ მიმაჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები