გია ვოლსკი – სააკაშვილზე: არ შეუძლია იმ კაცს ციხეში ჯდომა, უჭირს – მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულებია ჩადენილი

ნუ არ შეუძლია იმ კაცს ციხეში ჯდომა, უჭირს. ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ვამბობ. მისთვის ეს არის დამთრგუნველი, დამაბრკოლებელი. მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულებია ჩადენილი, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულები გაცილებით მეტია, ვიდრე წაყენებული ბრალდებები.

„დანაშაულების მასშტაბი და სისასტიკე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები, რომლებსაც „პიჯაკების საქმეს“ ეძახიან. რატომ პიჯაკები? მაშინ ბოტოქსის საქმე დავარქვათ. ბოტოქსში გაცილებით მეტია დახარჯული, ვიდრე პიჯაკში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები