გია ვოლსკი – ოპოზიციაზე: მათთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ხელისუფლებაში შემოიჭრან

რუსეთის რესურსი უკრაინის გარდა კიდევ სხვა ქვეყანაში შეიჭრას, არ არსებობს, მაგრამ რუსეთის რესურსი იმისთვის, რომ საქართველოს დარტყმა მიაყენოს ისეთი, რომ ვეღარ გავსწორდებით წელში, ეს რესურსი ნამდვილად არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ხელისუფლებაში შეიჭრას.

„როდესაც ეს დიდი გლობალური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო შეიძლება ამ პროცესს ისე შეეწიროს, რომ მართალი იყოს თავისი პოზიციით, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა გზა, რასაც გონივრული პოლიტიკა ჰქვია. ჩვენ თუ პროდასავლური კურსი ავირჩიეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით, ჩვენ ეს გვჭირდება, იქ ვართ დაცულები.

ამათთვის [ოპოზიცია] ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ხელისუფლებაში შემოიჭრან. ბრალდებებში აიყოლიონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი და შემდეგ ყვავის ფრჩხილები მოხარშა თუ დათვის ქონი, მაგას არ აქვს უკვე მნიშვნელობა. ხელისუფლებაში მოსვლა არის მთავარი თემა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები