მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალას“ შესაძლოა, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც შეუერთდნენ

არ დავმალავ, რომ ხვალაც შესაძლოა ზოგიერთმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას – ელოდება თუ არა მათი მოძრაობა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდიდან მათ კვლავ შეუერთდებიან.

ყაველაშვილის თქმით, მმართველი გუნდის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ.

„მინდა გულწრფელი ვიყო, „ოცნების“ შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ. არ დავმალავ, რომ ხვალაც შესაძლოა ზოგიერთმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. უფრო მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ ჩვენს პოზიციონირებას ყველაზე სწორად და მკაფიოდ იღებს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები