„სამხატვრო აკადემიაში რექტორის თანამდებობაზე ჩემი რვა წლიანი მოღვაწეობა დასრულდა“ – გია გუგუშვილი

ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი – გია გუგუშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამხატვრო აკადემიაში რექტორის თანამდებობაზე მისი რვა წლიანი მოღვაწეობა დასრულდა.

გუგუშვილი გვერდში დგომისთვის მეგობრებს, კოლეგებს, მედიას, განათლების სამინისტროს და უცხოელ პარტნიორებს მადლობას უხდის.

„ძვირფასო მეგობრებო, დასრულდა ჩემი რვა წლიანი მოღვაწეობა სამხატვრო აკადემიაში რექტორის თანამდებობაზე..! რვა წელი შრომის, შენების, შემოქმედებისა და სწავლებისა… მადლობა ყველას ვინც გვერდით გვედგა ამ ურთულეს პერიოდში.! მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ბ-ნ მიხეილ გიორგაძესა და მის კოლეგებს.! განათლების სამინისტროს.! მედიას.! მხატვრებს, ქართველ და უცხოელ პარტნიორებს, ჩემ მეგობრებს, კახა ტრაპაიძეს, ამირან ანანიაშვილს გივი ყიფიანსა და აკადემიის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს.! პროფესორებსა და სტუდენტებს..! ვივა აკადემია..!!“, – წერს გია გუგუშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები