ქიმიის დარგში ნობელის პრემია სამ მეცნიერს გადაეცა

ქიმიის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიას გადასცემენ სამ მეცნიერს, მათგან ორი – კაროლინ ბერტოცი და ბარი შარპლესი აშშ-ის მოქალაქეა, ხოლო მორტენ მელდალი – დანიის.

ამის შესახებ ნობელის კომიტეტის ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი.

ჩამოთვლილი ლაურეატები ქიმიურ მეცნიერებაში ახალი მიმართულების – ე.წ. კლიკ-ქიმიის (click chemistry)​ ფუძემდებლები არიან. ეს მიმართულება სწავლობს სხვადასხვა ნივთიერების მიღების სწრაფ და უსაფრთხო ქიმიურ რეაქციებს, მათ შორის, ბიოლოგიურად აქტიურების, მცირე რაოდენობის პატარა ელემენტების შერწყმით.

აღსანიშნავია, რომ ბარი შარპლესმა​ ქიმიის დარგში ნობელის პრემია მეორედ მიიღო, 2001 წელს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში გამოყენებული კვლევებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები