კრემლში აცხადებენ, რომ “სპეცოპერაციის” სტატუსის შეცვლა არ იგეგმება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დღესდღეობით უკრაინაში მიმდინარე “სპეციალური ოპერაციის” სტატუსის “კონტრტერორისტულზე” შეცვლა არ იგეგმება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მედიაში შესაბამისი შინაარსის ინფორმაციის გავრცელების კომენტირებისას უთხრა.

პესკოვის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მთავარსარდლის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეროგატივაა და დღესდღეობით მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

რუსულმა გამოცემამ Readovka კრემლში წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ დღეს, 5 ოქტომბერს პუტინმა “სპეცოპერაციის” სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით შესაძლოა, მოსახლეობას მიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები