„კახა ბენდუქიძე უნდა დააპატიმრონ და ალაპარაკდეს“

  უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, კახა ბენდუქიძეს აგრარული უნივერსიტეტი უკანონოდ აქვს მითვისებული. როგორც უფლებადამცველი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამბობს, აუცლებლად შესასწავლია ის პერიოდი, როდესაც კახა ბენდუქიძე მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მისი თქმით, სწორედ კახა ბენდუქიძის მინისტრობის დროს მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბიზნესმენთა დატერორება და ბიზნესის წართმევა.
„კახა ბენდუქიძეს აგრარული უნივერსიტეტის შენობა უკანონოდ აქვს ხელში ჩაგდებული, ხოლო, რაც შეეხება მისი მინისტრობისდროინდელ მოღვაწეობას, ეს ცალკე შესწავლის თემაა. ის ბიზნესმენები, რომლებსაც ბენდუქიძის ხელშეწყობითა და „ლოცვა-კურთხევით“ „ნაციონალები“ დაეპატრონნენ, სრულად უნდა გაიშიფროს! მაგალითად, „კავკასუს ონლაინი“, რომელიც მამია სანადირაძეს წაართვეს, „სილქნეტი“, რომელიც დღეს „ზარალას“ საკუთრებაა, „კაზრეთის“ ოქრო, რომელიც „ნაციონალების“ გახლავთ, დღეს მათივე დაფინანსების სერიოზული წყაროებია. გამოსარკვევია, რა როლი მიუძღვის ამ და კიდევ სხვა წართმეული ბიზნესების „გაპრავებაში“ კახა ბენდუქიძეს. თქვენ რა გგონიათ, „ნაციონალებმა“ ამდენი ტელევიზია, ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია რომ გახსნეს და „ქეშად“ ფულს ურიგებენ თავიანთ მომხრეებს, საიდან მოდის ეს ყველაფერი? დიახ, ისინი ფინანსდებიან სწორედ ამ მიტაცებული ბიზნესებიდან და შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის ლამის ოთხმოცდაათ პროცენტს ისევ „ნაციონალები“ აკონტროლებენ! აი, ამ მიტაცებული ბიზნესსტრუქტურების გაშიფვრასა და დამნაშავებიის გამოვლენაში პირდაპირ მისწრებაა კახა ბენდუქიძის დაპატიმრება და ალაპარაკება!“ – აცხადებს უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები