ელისო ბოლქვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს, ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ ბულგარეთში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული კოორდინაციის მექანიზმების შესახებ. განვიხილეთ კოვიდპანდემიის გავლენა კულტურაზე და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული სფეროს რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის გატარებული ღონისძიებები.
შეხვედრის დასასრულ, შევთანხმდით თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე კულტურის სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები