დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საპარლამენტო დელეგაციაში ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ჰაიდუკოვიჩი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დარკო სობოტა და კომიტეტის წევრი მარიანა ბალიჩი არიან.

„საქართველოსა და ხორვატიას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ ხორვატიის ბიზნესწრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ევროპელმა სტუმრებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა სეფაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ბეჟან წაქაძე, ხათუნა სამნიძე და გელა სამხარაული“, – ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები