საქსტატი: ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია მოცემული.

საქსტატის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წელს მისი მოცულობა 57.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 24.6 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
საქსტატისვე მონაცემებით, 2021 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 36.4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.0 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.5 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.2 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.5 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება

“2021 წელს მთლიანი ბრუნვის 65.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.2 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 18.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე – 24.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 28.7 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წელს 81.4 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 51.8 მლრდ. ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები 25.1 პროცენტით, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვები 26.0 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებლებზე. 2021 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 744.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.7 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი – კაცი.

2021 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 36.4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.0 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.5 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.2 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.5 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება”,- აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები