მედიის ცნობით, ტრამპი ნეთანიაჰუს 7 ივლისს თეთრ სახლში უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 ივლისს თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს. ამის შესახებ გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ ტრამპთან შესახვედრად ნეთანიაჰუს ვაშინგტონში ვიზიტის თარიღზე მუშაობს.

„პრეზიდენტი ტრამპი ორშაბათს თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს“, – დაწერა რავიდმა სოციალურ ქსელ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები