დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, საკუთარი მრუდე დღის წესრიგით იხელმძღვანელოს

“ოპოზიციამ როგორც კი დაინახა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მის მოქმედებაში საკმაოდ მძიმე შედეგებს თვითონ იმ ოლიგარქებს დაუყენებს, რომლის ბინძურ ფულზეც დგას, რეალურად, რადიკალური ოპოზიცია ერთმა ნაწილმა საერთოდ უარი თქვა კანონის მიღების სურვილზე, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი არ არის საქართველოსთვის მისაღები და სხვა კანონია საჭირო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, საკუთარი მრუდე დღის წესრიგით იხელმძღვანელოს.

„12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ დეოლიგარქიზაცია და ამ თემასთან დაკავშირებით ერთადერთი გამოცდილება, რაც მსოფლიოში არსებობს, გახლავთ სწორედ უკრაინული მოდელი. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროკომისიის მხრიდან ეს მოდელი მოწონებულია. ევროკომისიამ რეკომენდაციაც კი გასცა ამ კანონის იმპლემენტაციისა რეალურ ცხოვრებაში და ტექსტი კანონისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, საიდანაც უკრაინული მხარე პასუხს ელოდება. ოპოზიციამ როგორც კი დაინახა, რომ კანონი მის მოქმედებაში საკმაოდ მძიმე შედეგებს თვითონ იმ ოლიგარქებს დაუყენებს, რომლის ბინძურ ფულზეც დგას რეალურად რადიკალური ოპოზიცია ერთმა ნაწილმა საერთოდ უარი თქვა კანონის მიღების სურვილზე, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს კანონი არ არის საქართველოსთვის მისაღები და სხვა კანონია საჭირო, თუმცა დღემდე არცერთი ალტერნატიული წინადადება არ შემოსულა. ​ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს საკუთარი მრუდე დღის წესრიგით იხელმძღვანელოს და ისე თარგმნოს ყველაფერი, როგორც მას სურს. როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ გააანალიზა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შინაარსი, მიხვდა, რომ ის ვერაფრით ვერ შეეხება იმ პირს, რომელზეც აქვს რადიკალურ ოპოზიციას აქცენტი გადატანილი და რომელიც აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისგან და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს შეეხება იმ ოდიოზურ პიროვნებებს რომლებიც დღესაც აფინანსებენ ტელევიზიებს, პოლიტიკურ პარტიებს. ალბათ, მარტო კეზერაშვილის მაგალითი იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, მათ უარი განაცხადეს კანონთან მიმართებით აქტიურ ქმედებებზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები