ვალერი გელაშვილის ცემის მიღმა სააკაშვილთან ერთად სანდრა რულოვსი დგას?!

  უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე არ გამორიცხავს, რომ სანდრა ელისაბედ რულოვსი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის თანაავტორი იყო. როგორც ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მას ეჭვი აქვს, რომ ვალერი გელაშვილის ცემის მიღმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისივე მეუღლე სანდრა რულოვსიც იდგეს.
„ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტის გამოძიების კვალდაკვალ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმეში სანდრა რულოვსის შესაძლო მონაწილეობის ვერსიაზე. როგორ ფიქრობთ, სანდრა რულოვსის მზარეული დაკითხვაზე შემთხვევით დაიბარეს? არსებობს ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ვალერი გელაშვილის სასიკვდილოდ ცემის უკან სანდრა რულოვსი დგას და სააკაშვილთან ერთად შესაძლოა, სანდრა რულოვსმაც გასცა გელაშვილის სასიკვდილოდ ცემის ბრძანება.
მოგეხსენებათ, ვალერი გელაშვილმა 2005 წლის 25 ივნისს გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში ახსენა ასეთი ფრაზები – რას ამბობთ, კაცს რომ ცოლი გაექცევა, ის რა პრეზიდენტია?!“ საფიქრებელია, რომ ინტერვიუს ამ ნაწილმა და კიდევ იმ პასაჟმა, სადაც ალანა გაგლოევაზეა საუბარი, სანდრა რულოვსის სასტიკი განაწყენება გამოიწვია და, ამდენად, შესაძლოა, ვალერი გელაშვილის ცემის თანაავტორადაც მოგვევლინოს“, – აცხადებს უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები