კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსის გახსნის ცერემონიას დაესწრო

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრო კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, რომელმაც კონკურსის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 16 კონკურსანტი მონაწილეობს. მათ შორის არიან საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, ხორვატიის, კორეის რესპუბლიკის, იაპონიის, ჰონგ-კონგის, ბოლივიის, ჩინეთის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ II ტურში სავალდებულო ნაწარმოებად შესრულდება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ (სოსო) ბარდანაშვილის, მიერ საგანგებოდ კონკურსისთვის შექმნილი „სიმღერა აღსავალთა – Canticum graduum“.
პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი 1997 წელს დაარსდა და ოთხ წელიწადში ერთხელ, შესარჩევი
მოსმენის შემდეგ, ოთხ ტურად იმართება. წელს ამ ღონისძიების 25 წლის იუბილე აღინიშნება.
კონკურსი მსოფლიოს ორი უმსხვილესი მუსიკალური ორგანიზაციის – „საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიოს ფედერაციისა“ (ჟენევა) და „მარტა არგერიხისა და გუსტავ ალინკის ფონდის“ (ჰააგა) – წევრია.
კონკურსს, ტრადიციულად, ჰყავს საპატიო კომიტეტი. მის შემადგენლობაში არიან საქართველოში აკრედიტებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, რომლებიც სპეციალურ პრემიებს აწესებენ.
თბილისში კონკურსზე დასასწრებად საპატიო სტუმრები არაერთი ქვეყნიდან ჩამოდიან“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები